“ცესკომ არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო” – ასე ეხმაურებიან “ევროპულ საქართველოში” ჟვანიას უწყებაში წამოწყებულ რეფორმას, რომლის გამოც ოპოზიციის თქმით, პროფესიონალ კადრებს სამსახურიდან უშვებენ. პარტიაში ამტკიცებენ, რომ რეფორმის მიზანი ყველა სამსახურის ერთი დეპარტამენტის ქვეშ მოქცევაა, რაც კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციაზე უფრო მარტივს გახდის. პარტია საერთაშორისო მხარეს და არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს ამ თემით დაინტერესდენენ.