დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. ამჯერად საგამოძიებო უწყება, 2005 წელს აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველის, გელა დუმბაძის, 2005 -2006 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ გუმბერიძის და საზღვრის დამდგენი კომისიის წევრის, რუსუდან თუშურის ჩვენებებით დაინტერესდა. ბრალდების მხარის მოწმეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილება საზღვრის დამდგენი კომისიის მხრიდან არ მომხდარა.
გახმაურებულ საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც არიან. როდის მისცემენ ისინი სასამართლოში ჩვენებას, ამ ეტაპზე უცნობია. ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ საწინააღმდეგო ჩვენებების მიუხედავად, მისი და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა ვერ დადასტურდება.
საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ პირებს ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, ათიდან-თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.