არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტთან კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები გააპროტესტეს | 14.05.2021

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული კომენდანტის საათი პოლიტიკურია, ვინაიდან ის მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებზე ვრცელდება. მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვები აზიანებს ბიზნესსექტორსაც, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაში იმყოფება. ისინი ხელისუფლებისაგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან თუ როდის აპირებენ  კომენდანტის საათის გაუქმებას წინააღმდეგ შემთხვევაში,  პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.