გააუქმეთ კომენდანტის საათი – მანიფესტს ხელი უკვე 16 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა | 13.05.2021

მოქალაქეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. მანიფესტს ხელი უკვე 16 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც ის მოქმდებს. მათი თქმით, „კომენდანტის რეჟიმი“ შეზღუდვის ნაცვლად  ადამიანთა მეტ კონცეტრაციას იწვევს დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში. მანიფესტის ხელმომწერებმა ხელისულფებას უკვე მიმართეს და საკითხის განხილვა  უახლოეს მთავრობის სხდომაზე მოითხოვეს.