სალომე სამადაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები სოციალურ ქსელში გააკრიტიკა. როგორც სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე, ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსზე კომენტარად დაწერა, ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის. სამადაშვილის ეს პოსტი დღეს მის ყოფილ პარტიაში მოკლედ შეაფასეს და თქვეს, რომ პარლამენტში შესული დეპუტატი შეფასებებში ცდება.