“ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანმხებაზე ხელმომწერ ოპოზიციასთან ერთად დღეს საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს. შეხვედრა კაჭრეთში იმართება. მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და არჩევნებში ელექტრონული სისტემის დანერგვაა. ოპოზიციის ნაწილს საკუთარი წინადადებები აქვს. ამბობენ, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება მმართველ პარტიას, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებულ კანონპროექტში უკვე ასახულია. რეკომენდაციების ნაწილის ასახვა კი, მოხდება მაშინ, როდესაც ამ კანონპროექტის ირგვლივ უკვე უშუალოდ საკომიტეტო მოსმენები და განხილვები დაიწყება. დღევანდელ შეხვედრას ესწრება სამოქალაქო სექტორიც. მათი თქმით, საარჩევნო კოდექსის მისაღებად მასში, მაქსიმალურად უნდა აისახოს, ვენეციისა და ეუთო/ოდირი-ს დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები.