ლევან ვასაძე პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს – სახელწოდებით “ერი”. ანტიდასავლური და ძალადობრივი განწყობებით ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა ხელი მოაწერა. მისი თქმით, მიშელის დოკუმენტის სრულად განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე ექმნება.
პოლიტიკური განაცხადის გაკეთების შემდეგ ლევან ვასაძე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ის თანამოაზრეებთან ერთად მიიჩნევს, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.
ლევან ვასაძე საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავს. 16 მაისს კი 9 აპრილის ბაღში აქციას აანონსებს. მანამდე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას აპირებს.