ამნისტიის შესახებ კანონპროექტები, რომელთა განხილვასაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კვლავ უთანხმოების მიზეზია. ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის ვარიანტი მიუღებელია, ვინაიდან მათი თქმით პატიმრის ამნისტირებისთვის მისი თანხმობა არ არის აუცილებელი და მსგავსი პრაქტიკა არც ქვეყანაში არ არის. მმართევლ გუნდში კი ოპოზიციის კანონპროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ოპონენტების მიერ წარდგენილი ვერსია დისკრიმინაციულია და ის საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაყოფას ემსახურება.