ღარიბაშვილისა და ალიევის შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო | 05.05.2021

დავით გარეჯის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღეს ბაქოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  მეზობელ ქვეყნებს შორის დავით გარეჯის შესახებ დიალოგი დაჩქარდება და საკითხზე გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი  ილჰამ ალიევს უკვე შეხვდა. ილჰამ მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.