მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარება და ვაქცინაცია – ბოლო 24 საათში კოვიდით 24 ადამიანი გარდაიცვალა | 05.05.2021

2 171 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი -კორონავირუსის სტატისტიკა ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 8%- მიუახლოვდა. თუმცა ვირუსის შემთხვევების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე არ არის გამორიცხული საკოორდინაციო საბჭომ დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელოს. ჯანდაცვის მინისტრის მoადგილე შემთხევევების კლებას ამ ეტაპზე არ ელოდება.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დედაქალაქში ფიქსირდება, რის გამოც  კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა დღითი-დღე მცირდება.  თბილისში ბოლო 24 საათში COVID-19-ი  1 359 ადამიანს დაუდგინდა, მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი აჭარაა. ბოლო მონაცემებით კორონავირუსს ქვეყანაში სულ 15 148 პაციენტი ებრძვის, რომელთაგან 900-მდე პირის მდგომარეობა მძიმეა. სპეციალისტები მდგომარეობას დამაფიქრებელს, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას  კი მიმდინარე დღეებში თავშეყრის შემთხვევების ზრდას უკავშირებენ.

მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების პარალელურად  გრძლედება ვაქცინაციის პროცესი. ჩინური “სინოფარმით” დღეს საჯაროდ აიცრნენ შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიმაც გაიკეთეს. მინისტრებმა აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდეს. თქვეს, რომ იმუნიზაცია პანდემიას დაასრულებს. დღეიდან იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან, რომლებიც სწორედ ჩინური მწარმოებლის ვაქცინას იკეთებენ.

“სინოფარმით” აცრა დღეიდან კიდევ 44 კლინიკაშია შესაძლებელი. გუშინ, მხოლოდ ერთ დღეში, სინოფარმის ვაქცინა 800-მდე ადამიანმა გაიკეთა. გვერდითი მოვლენა არც ერთ მათგანს არ დაფიქსირებია.  დღესბე იწყება  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია. აცრის პროცესი კი  10 მაისიდან დაიწყება. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა. ასტრაზენეკას დამატებით 43 000-ზე მეტ დოზას საქართველო ხვალ ელოდება.

ამ დროსითვის ქვეყნის მასშტაბით ჯამურად ჩატარებულია 47 949  აცრა. სრულად ვაქცინირებული კი 7009 პირია. სექტემბრიდან ჯანდავის სამინისტრო  დღიურად 5-დან 10 ათასამდე პირის აცრას გეგმავს. სწორედ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრის შემდეგაა შესაძლებელი მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს.

ამ ეტაპზე “სინოფარმით” აცრისთვის რიგს 17 000-ზე მეტი მოქალაქე ელოდება. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. “სინოფარმის” 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო.  ვაქცინა ჯერ კიდევ ელოდება ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.  ჯანმოს მიერ “სინოფარმის” ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.