დევნილები სააკაშვილის მიერ დაწყებული პროექტის გაგრძელებას ითხოვენ – აქცია სამინისტროსთან | 05.05.2021

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს დაწყებული იმ პროექტის გაგრძელებას ითხოვენ, რომლითაც დევნილ მოქალაქეებს, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უნდა დამტკიცებოდათ. აქციაზე შეკრებილების თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პროექტი გააჩერა და მათ მიერ დაგზავნილ მონაცემებზე ცნობა, რომელშიც  აღრიცხული ქონების შესახებ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო, ამ დრომდე არ გაცემულა. აფხაზეთიდან დევნილები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ოკუპანტი რუსეთის ეშიანია და არ ინტერესდება მოქალაქეების საჭიროებებით. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროში,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად დღეს განცხადებაც შეიტანეს.