“საქართველოში წელს ხელისუფლება შეიცვლება” – ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი თვითმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე. “დოიჩე ველესთან” საუბარში ექსპრეზიდნეტი ამბობს, რომ შარლ მიშელის შუამავლობით შექმნილი დოკუმენტი იდეალური არაა, თუმცა საკმარისია, იმისათვის რომ “ქართული ოცნება” რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში დამარცხდეს. სააკაშვილი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მომდევნო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.