კალაძე ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და რეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს იწყებს | 04.05.2021

თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლად რეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. დედაქალაქის მერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით. ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.