თანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს – ადვოკატები მელიასთან ციხეში | 04.05.2021

რუსთავის ციხეში, იქ სადაც უკვე რამდენიმე თვეა სასჯელს ნიკა მელია იხდის, დღეს თითქმის ორი საათის განმავლობაში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. უფლებადამცვალებმა მელიასთან საუბრის შემდეგ მკაფიოდ თქვეს, რომ გირაოაზე თანხმობის ფორმა არ არსებობს, შესაბამისად ჯერი ახლა პროკურატურაზეა, რომელმაც სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე უნდა მიმართოს. ადვოკატები ამბობენ, რომ ნიკა მელია ციხეში “ქართული ოცნების” გაადაწყვეტილებით მოხვდა, ამიტომ ის ისევ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს.