დატოვებს თუ არა ნიკა მელია კვირის ბოლომდე ციხეს | 03.05.2021

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს “ქართული ოცნება” უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს. ნიკა მელიას ადვოკატების თქმით, მელიას გათავისუფლების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მელიას გათავისუფლება თავიდან ბოლომდე ისევ  “ქართული ოცნების” გადასაწყვეტია.

ნიკა მელიას თავისუფლებაზე გამოსვლას უახლოეს პერიოდში ელოდებიან მისი თანამოაზრეები. ხელისუფლების ოპონენტები იმედს იტოვებენ, რომ მელია ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს დათანხმება და ციხეს ამ ფორმით დატოვებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხირდან გირაოს თანხის დაფარვა კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია. “ქართული ოცნება” კი ამბობს, რომ მელიას თავისუფლება ახლა მხოლოდ მისი და მისი პარტიის ხელშია.