უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსის სტატისტიკა კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა 12 ადამიანი შეიწირა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტებიდან კი დადებითი 509 აღმოჩნდა, რაც პროცენტულად 6.81%-ია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 1200-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 295 ათას მიაღწია.