რუსეთში აშშ-ის საელჩო საკონსულო სამსახურის პერსონალს 75%-ით ამცირებს | 30.04.2021

რუსეთში აშშ-ის საელჩო საკონსულო სამსახურის პერსონალს 75%-ით ამცირებს, – ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობის ქმედებებმა გვაიძულა საკონსულოს სამუშაო ძალა 75% -ით შეგვემცირებინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, 12 მაისიდან მოსკოვში აშშ-ის საელჩო მომსახურებების რაოდენობას შეამცირებს. საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური მიზნით მოგზაურობას შეეხება.

შეგახსენებთ, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც არამეგობრული სახელმწიფოების დიპლომატიურ მისიაში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას ზღუდავს.