საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება | 29.04.2021

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. ზუსტად 30 წლის წინ დღევანდელ დღეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს.  საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები ჰყავს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული ჯარი ერთიანი და აპოლიტიკურია. დღევანდელი დღე ყველა სამხედროს, ვეტერანებსა და მოქალაქეებს მიულოცა მთავრობის მეთაურმა და თქვა, რომ ავღანეთის მისიას ქართველ სმახედროები ამაყად და  თავაწეულები ტოვებენ. პრემიერის თქმით, საქართველო საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას მომავალშიც განაგრძობს.

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო. სტიუარტ ფიჩმა სამხედროებს სიტვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსთან მტკიცე პარტნიორობა ძლიერდება, რაც აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ალიანსის შტაბბინაში.