ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. განხილვის პროცესში, რომელიც დაჩქარებული წესით წარიმართა, პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა. ცვლილებებით, პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმას ან 5-დღიდან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, პირის მიერ სამართალდამცავის დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიწვევს 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჯარიმას 15 დღიან პატიმრობას. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – კი 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ლარამდე ჯარიმას ან 7-დღიდან 15 დღემდე პატიმრობას.
კოდექსში შესატანი ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება პარლამენტში შესული ოპოზიცია. კანონპროექტი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ხელისუფლების ოპონეტები ამბობდნენ, რომ ცვლილებები ადამაიანის უფლებებს ზღუდავს.