ხმაური რუსთავში, სადაც რუსთავის აზოტის თანამშრომლები გაიფინცნენ | 28.04.2021

ხმაური იყო დღეს რუსთავში, სადაც რუსთავის აზოტის  თანამშრომლები გაიფინცნენ. ისინი  ხელფასების 50%–ით გაზრდის მოთხოვნით აქციას უკვე 2 დღეა მართავენ. აქციის მონაწილეებმა დღეს კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრაც გამართეს, თუმცა მათი თქმით, შედეგი მიღწეული არ არის.

გაფიცულია დაახლოებით 200-მდე თანამშრომელი. ისინი ამბობენ, რომ კომპანია დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე არ უშვებდნენ ავტოტრანსპორტსაც – გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც ლაბორატორიებსა და კლინიკებს ჟანგბადითა და აზოტით უზრუნველყოფენ.