ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიებისთვის სტატუსის შეცვლის და მიწის გაყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი. ანა დოლიძემ შესაბამისი განცხადებით დღეს გენერალურ პროკურატურას მიმართა. მისი თქმით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის რატომ არ არის ტერიტორია გადაცემული იჯარით და არის გაყიდული. დოლიძე ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილი კორუფციულ გარიგებას.