ანა დოლიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. მოძრაობა „ხალხისთის“ ლიდერი პროკურატურაში მისი თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. შოთაძის უწყებამ გამოძიების დაწყება მთავარი არხის ეთერში გასული იმ რეპორტაჟს შემდეგ გადაწყვიტა, რომელითაც ირკვევა, რომ პოლიტიკოსს ფარული სათვალთვალო კამერების საშუალებით უთვალთვალებდნენ. დოლიძე ამბობს, რომ მიუხედავად საქმის მიმართ მისი სკეპტიკური განწყობისა, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას მაინც აპირებს.