“ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ის ციხეს” – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩი აცხადებს. კელი დეგნანი “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ეს კომპრომისი საქართველოს საშუალებას აძლევს იმ გამოწვევებზე იმუშაოს, რაც ქვეყნის წინაშეა. ელჩი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენები მტკივნეული ეპიზოდია, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მხარეები ამნისტიის კანონთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.