საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას საერტაშორისო საზოგადოება ეხმაურება | 20.04.2021

საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს.

“საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, ქართველებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში, ვისაც საქართველოს წარმატების ხილვა გვსურს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ ელჩის ძალისხმევას, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს,”- წერს აპატურაი.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საგარეო და უსაფრთხეობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწერონ დოკუმენტს.

“მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფეხურია. პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას და იმუშაონ იმ მოწოდებით, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირსაქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – წერს ბორელი twitter-ში.

მხარეებს შორის შეთანხმებას ეხმაურება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება.

“ვულოცავ ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსს, ვინც მოუსმინა ქართველ ხალხს და დააყენა ხალხის ინტერესი პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას,”- წერს მარინა კალიურანდი.