ევროპის მოედანზე, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრება მიმდინარეობდა, „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ლოზუნგით “დაინიშნოს ვადამდელი არჩევები”, სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა და ისეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომელიც გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს, ქვეყნის დაღუპვას უდრის.