„ჩაძირული გემიდან ხალხი გარბის“ – ემუქრება თუ არა „ოცნებას“ დაშლა გუნდიდან 6 წევრის წასვლის შემდეგ | 16.04.2021

“ქართული ოცნების” გუნდიდან 6 წევრის წასვლის შემდეგ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემდეგი, ვინც სახელისუფლებო გუნდს დატოვეს, თბილისის მერი, კახა კალაძე იქნება. უმრავლესობაში ეს ინფორმაცია დღეს ისევ უარყვეს და დარწმუნებით თქვეს, რომ “ქართული ოცნება” ერთიანი და ძლიერია.

“ოცნების” რღვევა რომ დაიწყო ამაში დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სულ მალე “ქართული ოცნების” რიგებს კიდევ უფრო მეტი წევრი დატოვებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიის ფონზე, მმართევლი პარტია გამოწვევებს ვეღარ უმკლავდება, რის გამოც ჩაძირული გემიდან ხალხი გარბის.