ხმაური „ქართული ოცნების“ ოფისთან და დაკავებულია 5 სამოქალაქო აქტივისტი | 14.04.2021

ხმაური იყო „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთანაც. სამართალდამცველებმა 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.  მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა  პარტიის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს რაზეც უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები დღეს 5 დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ, რის გამოც  გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთებაც გადაწყვიტეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტები სამარალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. სწორედ ამიტომ  მათ “ქართული ოცნების” ოფისიდან სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურის შენობასათან გადაინაცვლეს რათა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდებინათ.