„ქართულ ოცნებაში“ამბობენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება მოლაპარაკებებს ხელს ვერ შეუშლის | 13.04.2021

ოპოზიციის ბრალდებებს სასამართლოს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით უარყოფენ მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა არავის თვითმიზანი არ არის და მელიას საპატიმროს დატოვება გირაოს გადახდის შემთხვევაში შეუძლია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მელიას საქმე არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი, რომელსაც ხელისუფლება გარედან უყურებს.