ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შექმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმას შეიმუშავებს. საბჭოს თავად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, მისი წევრები კი მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები იქნებიან. განვითარების და რეფორმების საბჭომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი 31 მაისამდე უნდა წარუდგინოს.