ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენელი სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის თანხლებით გააცილეს. უკანასკნელ გზაზე გურამ დოჩანაშვილს მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები მიუძღოდნენ. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მწერალს პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, ხელიწუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, რომ ქართული კლასიკური მწერლობის სახე, გურამ დოჩანაშვილი რამდენიმე კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, 3 აპრილს გარდაიცვალა. მისი ანდერძის მიხედვით ის მთაწმინდის პანთეონის ნაცვლად, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.