ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს | 05.04.2021

ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ვანო მაჭავარიანი, კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით მაჭავარიანი იმ დღეს როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე საავადმოყოში იმყოფებოდა. ის “ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში” დაზიანებებით გადაიყვანეს.  უცნობია, დატოვა თუ არა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა საავადმყოფო. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.