დატოვებს თუ არა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს ხუთშაბათს გაირკვევა. მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ. როგორც ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაპატიმრება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და შესაბამისად, თუ მას გაათავისუფლებენ ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
ნიკა მელიას გათავისუფლების მოლოდინი აქვთ მის თანაგუნდელებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მელიას გათავისუფლება პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს და მოლაპარაკებების გაგრძელებას ხელს შეუწყობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.
“ქართულ ოცნებაში” კი დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლო მელიას საქმეზე სამართლიან და კანონიერ გდაწყევტილებას მიიღებს.