რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელძე ოჯახმა მოინახულა. ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლე ამბობს, რომ პატიმარმა გათავისუფლების ერთადერთი იმედიც დაკარგა. მისი თქმით, ზაზა გახელაძეს იმედი ქონდა, რომ ქართული მხარის მიერ გორში დაკავებულ რუს მესაზღვრეებში გაცვლიდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დაკავებულის ოჯახი სრულიად უიმედოდაა და ამბობენ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის გათავისულებასთან დაკავშირებით, სიახლე არაფერია.