შსს პოზნერის დაჯარიმების ქვითარს ასაჯაროებს, პოზნერი კი ამბობს, რომ საქართველოში არ დაუჯარიმებიათ | 01.04.2021

რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ ის საქართველოში საკარანტინე წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ. პოზნერის განცხადება რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. პოზნერმა ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ არ სურს გუშინდელი მოვლენების განხილვა. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული მედის ინფორმაციას უარყოფს. ირწმუნება, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეებიდან 32 პირი, მათ შორის თავად ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. ამის მტკიცებულებად კი უწყება პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს. სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ ქვეყანა დატოვეს.