გადამწყვეტი რაუნდი და ბოლო შანსი შეთანხმებისთვის – უკვე რამდენიმე საათია საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრი ევროკავშირის ოფისია, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია კრიზისადან გამოსვლის გზებს ეძებენ. დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა რა დოკუმენტს შესთავაზებს მხარეებს ევროკავშირის მთავარი მედიატორი და იქნება თუ რა მასზე ლიდერების ხელმოწერები. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციამ ისევ ხაზგასმით თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ხელისუფლება მათ ორ მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავა.
“დღეს ყველაფერს აეხდება ფარდა” – ასეთია “ქართული ცონების” განწყობა მოლაპარაკებების იმ რაუნდზე, რომელიც ქართული პოლიტიკური რეალობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. მმართველი გუნდის წევრებმა შეხვედრის წინ კომენტარები არ გააკეთეს, თუმცა მათი თანაგუნდელები ისევ პირდაპირ ამბობენ, რომ შეთანხმება სამართლიანობის პრინციპზე იქნება დამოკიდებული. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი – ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც მედიატორებს დღეს ბოლოჯერ უნდა უთხრან – აპირებენ თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.