“შეიქნას ვაქცინაციის სათადარიგო სია” – ამ მოთხოვნით, ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი პეტიციას აქვეყნებს და აცრების სარეგისტრაციო გვერდზე სათადარიგო ჯავშნების დამატების ფუნქციას ითხოვს. ამბობენ, რომ არსებობენ მოქალაქეები რომლებიც მზად არიან, აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, ვაქცინით. საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც ერთიანდებიან ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები და კიდევ სხვა პროფესიის მოქალაქეები, იმედი აქვთ რომ ფართო ჩართულობითა და აქტიურობით, დამატებით წვლილს შეიტანენ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა 65 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც მიეცათ, აქტივობამ მოიმატა. დღევანდელი მონაცემებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი ადამიანია აცრილი. რაც შეეხება „ფაიზერს“, რეგისტრაციის ადგილები შევსებულია, რაც ათი ათასზე მეტ დოზას შეადგენს.
რაც შეეხება კორონა სტატისტიკას. ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსის 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევათა საერთო რაოდენობა 280 472 გახდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 298 კვლევა ტესტით, დადებითობის მაჩვენებელი – დღიური – 1,2%-ია