ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო | 29.03.2021

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დარგის სპეციალისტების  რეკომენდაციით მიიღებულია გადაწყვეტილება, ფერდს დაუბრუნონ პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობა. ამის შემდეგ  მეწყრულ არეალში დროებითი გზები მოეწყობა და სამუშაოების წარმოება დაიწყება. კვირის ბოლოს ადგილზე დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის მეშვეობითაც მეწყრულ პრცესებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

ვაშლიჯრისა და ნუცუბიძის ტერიტორიაზე  დინამიკაში მოსული მეწყერის  ფოტოები 17 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ თბილისის მერიამ დიდი ხნით ადრე იცოდა, თუმცა ტერიტორიაზე ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები მაინც გრძდლებოდა. გზის გაყვანა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ტერიტორია სპეციალისტებმა, მათ შორის გერმანელმა ექსპერტება შეისწავლეს.