ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს – ღარიბაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობაზე | 29.03.2021

ნამახვანჰესის  მშენებლობა 9-დან 12 თვემდე  შეჩერდება. განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და თქვა, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ გადამოწმდება ჰესის მშენებლობისთვის აუცილებელი პირობები. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამიტომ  უნდა შეწყდეს ანტისახელმწიროებრივი რიტორიკა, რომელიც მისი თქმით ხელს უშლის მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული რესურსები მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას 150 დღეზე მეტია  აპროტესტებს და ხეობაში ღამეს ათენებს.