აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკა-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხად სამხრეთ კავკასიაც დაასახელა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ჯო ბაიდენმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები გამოაცოცხლოს. აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს სურს, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საგარეო პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესებშია.