მოძრაობა “სირცხვილია” 3 აპრილს აქციებს გეგმავს სახელწოდებით “დაასრულე კომენდანტი”. კომენდანტის საათის და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმარტება და მას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები შეუერთდებიან. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღია და პანდემიის კონტროლის ნაცვლად, აკონტროლებენ მოსახლეობას. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საპროტესტო ღონისძიება ცოცხალი მუსიკით დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.