კომენდანტის საათს კვლავ დემონსტრაციულად დაარღვევენ მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები და “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. დღეს სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას და 9 საათის შემდეგ ავტოკოლონებით გაემართებიან რუსთავის მე-12 პენიტინციური დაწესებულებისკენ, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე იმყოფება. როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი გავრილოვის პირად პატიმარს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ