საქართველოში დღეს Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. ვაქცინის 29 500 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასაწყობდება. ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზემოთ მოაქალაქეებს AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ Pfizer-ით აცრების დაწყების შემდეგ მოქალაქეების აქტიურობა გაიზრდება. ხოლო თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების ათვისება აფექტურად არ მოხდა, კოვაქსიდან მომდევნო დოზების მოწოდება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
იცვლება პროტოკოლიც – ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც AstraZeneca, ასევე Pfizer-ის შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება. ვაქცინაციის ცენტრებში სულ მცირე სამი ბრიგადა იქნება მობილიზებული. დღესვე გაირკვა, რომ შესაძლოა ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად იქნას გამოყენებული.
ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით კატეგორიული იყო დღეს თენგიზ ცერცვაძე. ქვეყნის მტავარი ინფერქციონისტი ამბობს, რომ მოსახლეობამ ან ვაქცინაციისა და პირბადეების გზა უნდა აირჩიოს, ან შეზღუდვების და ლოქდაუნების შემორება გახდება საჭირო. ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის მიმაღტ უპრეცედენტო პასიურობაა, რაც მისივე თქმით, სერიოზულ საფრთხეს წარმოადეგენს. ცერცვაძე შეზღუდვების სრულად მოხსნას, მათ შორის კომენდანტის საათის გაუქმებას შესაძლებლობას იმ შემთვევაში ხედავს, თუ დღე 3 ან 4 000 ადამიანი აიცრება. ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს.
კორონავირუსის ვაქცინაციის მიმდინარეობაზე დღეს ჯანდაცვის სმაინსიტროში კდიევე ერთხელ იმსჯელეს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. კლინიკების ხელმძღვანელები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ვაქცინა გადარჩენის საშუალებაა და მას ალტერნატივა არ აქვს.
რესპუბლიკურ სააავდმუოფოში გაიკეთა დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ლადო კახაძემ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინაცია არის აბჯარი, რითაც ადამიანი ორგანიზმში იმუნურ სისტემას იმაღლებს. კახაძე პარლამენტის პირველი წევრია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ვაქცინაციის პარალელურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა, რასაც ჯანდაცვის უწყება შეზღუდვების შემსუბუქებასა და მობილობის ზრდას უკავშირებს. მთავარ დაცვის საშუალებად ისევ პირბადე და სოციალური დისტანცია რჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ სიტუაცია გაუარესდება, წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების გამკაცრებაა მოსალოდნელი.
450 ახალი ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი და 254 განკურნებული. ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 1.93%-ს შეადგენს.