ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლანი, რომელიც ფინანსურ გარიგებებშია. ელენე ხოშტარიამ და საბა ბუაძემ თამარ ჟვანიას უწყება ამხილეს. ოპოზიციიის ლიდერების თქმით ცესკოში მოქმედებს კლანი, რომელსაც სათავეში თამარ ჟვანიას მოადგილე, გიორგი ჯავახიშვილი უდგას. ე.წ კლანის წევრები მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ფორმით წლების განმავლობაში ასობით ათას ლარს იღებდნენ. ოპოზიციის ლიდერების ამბობენ იმასაც, რომ ცესკოში აქტიურად განიხილავენ ადმინისტრაციის თანამშრომელთა ანაზღაურების საკითხსაც.