თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. დავით სუჯაშვილი ამბობს, რომ გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა. ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შეცდომას აღიარებს, თუმცა ფიქრობს, რომ თემით სპეკულირება მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუსი ჯარისკაცის ფოტო და პოსტი Facebook-დან მას შემდეგ წაშალა, რაც კომენტარებში მომხმარებლებმა დაუწერეს, რომ ფოტოზე რუსი სამხედრო იყო ასახული.