ემუქრება თუ არა ვაქცინაციის პროცესს საფრთხე ახალგარზდა ექთნის გარდაცვალების შემდეგ | 22.03.2021

ვაქცინაციაში 65 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომისა და საკოროდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სპეციალური სარეგისტრაციო პორტალი მოქალაქეებისთვის 25 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ემუქრება თუ არა  ვაქცინაციის პროცესს საფრთხე ახალგარზდა ექთნის გარდაცვალების შემდეგ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმის გამო, რომ ვაქცინაციის პრიცესში  აქტივობა დაბალია, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ის სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს დაიწყებს. მინისტრი  დღესაც იმეორებს, რომ  “ასტრაზენეკას” ვაქცინით თავადაც აიცრება, რათა მოსახლეობაში პრეპარატთან დაკავშირებით  კითხვები მოიხსნას.

სპეციალურ ბრიფინზე მინისტრი ახალციხეში 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესაც გამოეხმაურა. ტიკარაძე ამბობს, რომ საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.  რა პროცედურები ჩაუტარდა  ვაქცინით აცრის შემდეგ, კომაში ჩავარდნილ ექთანს ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

22 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორის 3843-მა მუშაკმა ჩაიტარა. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველო “ფაიზერის” 29 000 დოზა ვაქცინასაც მიიღებს.