ოპოზიცია ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას აუქმებს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიური ერთობის წევრებმა დაანონსეს, რომ ხვალ, დღის 12:00 საათზე მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქმედო გეგმას გაახმოვანებენ და ბრძოლის ახალ ეტაპს დაიწყებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ოცნების” მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ მმართველ გუნდზე შიდა და გარე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.