ევროკავშირის მედიაციის ფარგლებში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის, პროცესში აშშ-ს ჩართვას ითხოვს მაიკლ მაკფოლი.
რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთკვირიანი მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემედეგ, პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ კრიზისის დასაძლევად, პროცესებში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უნდა ჩაერთონ.