ვაქცინაციის შემდეგ პირველი ფატალური შემთხვევა | 19.03.2021

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“  ვაქცინით აცრის შედეგად-ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მეგი ბაქრაძეს გული გაუჩერდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.  ექთნის გარდაცვლაების შესახებ ოჯახის წევრებმა კლინიკის ეზოში გაიგეს. მათი თქმით, 27 წლის მეგი ბაქრაძე ჯანმრთელი და არა ალერგიული იყო. ვარაუდობენ, რომ აცრის პროცესი და მეგი ბარბაქაძის მდგომარეობიდან გამოყვანა ახალციხის კლინიკაში არასწორად მოხდა.  ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ანაფალიქსიური შოკი რამდენიმე წუთში კლავს ადამიანს, თუკი ადრენალინის სასწრაფოდ გაკეთება და არტერიული  წნევის სწრაფად მომატება არ მოხდება. გაკეთდა თუ არა ყველაფერი სწორად გამოძების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. მანამდე კი ცნობილია, რომ ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი იშვიათი თანხმლები მოვლენაა, რაც შესაძლოა ვაქცინაციამ გამოიწვიოს. ევროკავშირის ქვეყნებში აცრილი 60 მილიონამდე ადამიანიდან სერიოზული გვერდითი რეაქცია 16,8%-ს დაუფიქსირდა. არც ერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა. თუმცა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა.

სფეროს ექსპერტების თქმით, ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ვაქცინაციაზე უარი არ უნდა ითქვას. რაც შეეხება პრევენციის ზომებს, განმარტავენ, რომ ანაფილაქსიური შოკისგან თავის დაზღვევის მიზნით ანამნეზის დეტალურად გამოკვლევაა საჭირო. მათივე თქმით, გასარკვევია ხომ არ ჰქონდა პაციენტს კორონავირუსი გადატანილი და ხომ არ აღენიშნებოდა სისხლში ანტისხეულები.

ახალციხის კლინიკაში სამართალდამცველები და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელბი ჯერ კიდევ მუშაობენ და საკითხს იკვლევენ.  უნდა დადგინდეს გაკეთდა თუა არა ყველაფერი  სწორად და დროულად ექთნის შოკიდან გამოსაყვანად. კლინიკაში განმარტავენ, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები  დროულად ჩატარდა. კლინიკის დირექტორის თქმით, აცრა მან და საავადმყოფოს კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა ჩაიატარა და თავს ყველა  კარგად გრძნობს.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.