კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა კვლავ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 4 საათიანი მოლაპარაკების დეტალებზე, ოპოზიცია და “ქართული ოცნების” ლოდერები არ საუბრობენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ შეხვედრა ხვალაც იქნება. რთული და მძიმე პროცესი – ასე აფასებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებასთან” დიალოგს და ამბობს, რომ შეთანმხება უნდა მოხდეს ყველა იმ საკითხზე, რომლებმაც მხარეები ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრაზე მოიყვანა.