“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვს. ოპოზიციის წევრები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტომობილებით რუსთავის ციხის მიმართულებით დაიძრნენ. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. ამბობენ, რომ მათი ციხიდან გათავისუფლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის და შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. რუსთავის ციხესთან მისულ თანამებრზოლებს დღეს ნიკა მელია პენიტენციური დაწესებულების ფანჯრიდან მიესალმა.